არქტიკაში ხუთი ახალი კუნძული იპოვეს
რუსეთის საზღვაო ძალებმა არქტიკაში ხუთი ახალი კუნძული იპოვეს. კუნძულები ყინულის დნობის შედეგად არის წარმოქმნილი. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საზღვაო ძალებმა კუნძულები პირველად სატელიტის დახმარებით 2016 წელს შენიშნეს. ყინულის კუნძულების არსებობა დადასტურდა და რუკაზე დაიტანეს აგვისტოსა და სექტემბერში. ადგილზე რუსი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
ახალი კუნძულები არქიპელაგ ახალი მიწიდან არც თუ ისე შორს, მყინვარ ვილკისგან ახლოს მდებარეობს. კუნძულების საერთო ფართობი 900-დან 54.500 კვადრატულ მეტრამდეა – 10 ფეხბურთის მოედანზე უფრო დიდი.