„არჩევანის ფუფუნება არ გვაქვს…“-ივანე ჩხაიძე

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ექიმმა ივანე ჩხაიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:

-„საქართველოს მოსახლეობამ ყველა ვაქცინა უნდა გაიკეთოს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი, რომლის უსაფრთხოება და ეფექტიანობაც დადასტურებულია, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას კონკრეტულ მომენტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

ჩვენ დღეს ის ფუფუნება არ გვაქვს, ვაქცინები რომ ავირჩიოთ. ყველა ვაქცინა, რომლის ეფექტურობა დადასტურებულია, რომლის უსაფრთხოება დადასტურებულია“.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

სინოფარმს” ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს.

3 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 45 344 ადამიანია აცრილი.

შესაბამის მონაცემებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” პრეპარატით წარმოებს, რომელიც 55 წელს გადაცილებული პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ორგანოგადანერგილი პირებისა და დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის არის ხელმისაწვდომი. 

კომენტარები