„არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა“ – ანდერს ფოგ რასმუსენი

NATO-ს ყოფილმა გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ წერს:

-„არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა.

მიხარია, არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. პანდემიის მიუხედავად, მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა.

საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო.

31 ოქტომბერს, გარე ძალების ჩარევის საგულისხმო შემთხვევები არ გამოვლენილა. დემოკრატიების ალიანსის ფონდმა იმუშავა ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან, რომ დაენერგა ღირსეული, ეთიკური ციფრული კამპანიის პრინციპები, რაც არ მისცემდა მავნე ძალებს ნოყიერ ნიადაგს ჩარევისათვის. თუმცა, ეს სიმშვიდისთვის არ კმარა. იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან. მე კი, განვაგრძობ ხმა ავიმაღლო საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის მხარდასაჭერად!“

მანდატებზე უარი დღეს ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „ნაციონალუმა მოძრაობამ“.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

ცესკოს მიერ მონაცემთა 100%-ის დათვლის შემდეგ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პროპორციული მანდატები დიდი სიზუსტით ასე გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – 61 მანდატი

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატი

„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ – 4-4 მანდატი

„მოქალაქეები“ – 2 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი

ამასთან, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 14 მაჟორიტარი დეპუტატი ემატება, რომლებმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ცესკო-ს არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 847 საარჩევნო უბნის ხმები დათვლილია. საბოლოო შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ – 48,15 %;

„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%;

„ევროპული საქართველო“ – 3.78%;

„ლელო“ – 3,15%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %;

„გირჩი“ – 2,89%;

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%;

დანარჩენ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

კომენტარები