„არჩევნები მასიურად გაყალბდა“ – დონალდ ტრამპი თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს
-„რა თქმა უნდა, წავალ, თქვენ ეს იცით, მაგრამ ამის გაკეთება ძნელია, რადგანაც არჩევნები მასიურად გაყალბდა.
თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ამერიკული მედიის მონაცემებით, ჯო ბაიდენმა არჩევნებში კოლეგიის წევრთა 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა – 232. ბაიდენს საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა.