„არჩევნებს აგებენ ოპოზიციასთან – „ქართული ოცნების” მაქებარი კაცი, სანთლით ვეძებ – ვერ ვნახე, ახლა “პროჟექტორი” უნდა გამოვიყენო” – გუბაზ სანიკიძე

-„დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხს პოლიტიკური სარჩული უდევს, „ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხისთვის განწირულია.მე ამათი მაქებარი კაცი სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა “პროჟექტორი” უნდა გამოვიყენო, იქნებ სადმე მივაგნო. ესენი არჩევნებს აგებენ ოპოზიციასთან სულ ცოტა 2:1-ით. ბიძინა ვერანაირი კონფიგურაციით, ვერანაირი გაყალბებით ხელისუფლებაში ვერ რჩება.

ამოცანა არის, ბიძინა როგორ დააბან, დაადუღონ ამ მმართველობაში. გადასარევად ვყავართ რუსებს 200 წელია შესწავლილი, მოხარშულიც და შემწვარიც. იციან,  ვართ ემოციური ხალხი, ძალიან ხშირად ქართველებს პირველი შთაბეჭდილებები მცდარი გვაქვს. ფარული ჩანაწერები, დისკრედიტაცია არანაირად აღარ გამოდიოდა, ამიტომ უნდათ აწიონ ეროვნული თემა, – აი, ქართულ მიწებს ყიდდა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, ბიძინა როგორმე უნდა დააბან ახლა ხელისუფლებაში.  ზურაბ ნოღაიდელის სიტყვას და ჩვენებას ბუმბულის წონა აქვს”.

მისი პოლიტიკური ბიოგრაფია ვიცით, ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, მერე იყო კახა კალაძის ხანგრძლივი ბიზნესპარტნიორი. ასე რომ, ნოღაიდელი ახლა არაფერს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილის კლასტერში შეიძლება ჩავთვალოთ.არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება იქნება და დავით გარეჯის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.

ეს საქმე არაფერზე დგას, დანაშაული არ არის ჩადენილი. როცა დანაშაული არ არის ჩადენილი, დამნაშავე ციხეში როგორ ზის? როგორ არის ის ორი ადამიანი დამნაშავე? ეს არის ჩაფლავებული სპეცოპერაცია. სხვათა შორის, ჩვენ დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, – რუსეთი არჩევნებში ჩაერეოდა, სწორედ ამაზეა საუბარი. სხვანაირად, იმედია, ჯარით არ შემოჯლიგინდებიან. რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია, – ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩეს.რუსეთის ინტერესშია, საქართველო დარჩეს და საბოლოოდ მიიბას თავის ორბიტაზე. უნდათ, საქართველო დასავლურ ვექტორს მოწყვიტონ.

ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში დარჩეს, სჭირდებათ არჩევნების მოგება, არჩევნებში რომ ბიძინამ გაიმარჯვოს. დღევანდელი მონაცემებით, რასაც ვუყურებთ, „ქართული ოცნება” არის აბსოლუტურად უშანსო”, – განაცხადა  გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის ნიუსრუმი”.

კომენტარები