არჩილ გამზარდია – „პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება“

ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „2020NEWS“-ს განუცხადა:

„პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება. რადგან მეუფე იაკობი იყო უკანასკნელი მოჰიკანი და უკანასკნელი საყრდენი პატრიარქის. ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს“.

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან 28 ოქტომბერს გადადგა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია მეორის მკვლელობას გეგმავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე უხმეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ჰყვება, რომ ისინი მას „ეჩალიჩებოდნენ“, რათა პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად.

კომენტარები