არჩილ თალაკვაძე: აგრესიულ დღის წესრიგში პრაიდის ჩატარების საკითხის გადატანა, საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს
„აგრესიულ დღის წესრიგში პრაიდის ჩატარების საკითხის გადატანა, საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„სახელმწიფოს მხრიდან ყველა კონსტიტუციური უფლება მაქსიმალურად იქნება დაცული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ შსს-მ სახელმწიფო საფრთხეები სწორად შეაფასა და სათანადოდ იმოქმედა.