არჩილ თალაკვაძე: „გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად – ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამს“

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

-„ქართული ოცნება“ ვერ იტყვის, თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად, როგორც მინიმუმ – ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, ვისაც მართლა აინტერესებს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, დემოკრატია და არჩევნები. ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი.

აშკარაა,  ოპოზიცია გაყოფილია ორ ნაწილად – ერთია გაკოტრებული, დესტაბილიზაციის გეგმის ირგვლივ გაერთიანებული ნაწილი და მეორე ნაწილი გამოსავალზე ფიქრობს. ამ შემთხვევაში, ჩვენ დოკუმენტის ხელმოწერის გარდა, დამატებით გამოსავალსაც ვთავაზობთ“.

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. 

კომენტარები