არჩილ თალაკვაძე – „განხილვის ერთ-ერთი საკითხი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო“

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.

„ჩვენი პოზიციაა, მნიშვნელოვანი კანონები გავლენის შეფასებისა და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდეგ იყოს მიღებული.

განხილვის ერთ-ერთი საკითხი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო.  საუბარი შეეხო საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და სხვა სამომავლო რეფორმებს.

ჩვენი პოზიციაა, მნიშვნელოვანი კანონების მიღება მოხდეს გავლენის შეფასებისა და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდეგ. უნდა შეიცვალოს პრაქტიკა, რომელიც წარსულში, თუნდაც წინა ადმინისტრაციის დროს იყო, როცა ჯერ კანონებს ვიღებდით და მერე ვამოწმებდით, კარგი იყო თუ ცუდი. ჩვენ გვაქვს კარგი ანდაზა ქართულში – „ცხრაჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. სჯობს, ჯერ გავზომოთ და მერე გავჭრათ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები