არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიას პასუხობს: „გიორგი გახარიასთანაც შენობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიას პასუხობს:

-„საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გვიან ღამემდე, სანამ აქცია დასრულდა, პარლამენტში ვიმყოფებოდით. მე პირადად მახსოვს, – უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი პარლამენტში გახლდათ. მათ შორის გიორგი გახარიასთანაც შენობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა. როდესაც რამე სჭირდებოდა, მე ჩემს ადგილას ვიმყოფებოდი, იმ მომენტიდან, როდესაც უკვე აქცია აგრესიულ ფორმებში გადავიდა და პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა დაიწყო. გამთენიამდე პარლამენტში ვიყავით. შესაბამისად, ეს განცხადება არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება. მეც პირადად ჩემს სამუშაო ადგილზე გახლდით“.

ტელეკომპანია პირველის ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, -20 ივნისის მოვლენების დროს თავად ბრძოლა გადაიტანა, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ. 

კომენტარები