არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლად, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო განაგრძობს მშვიდობიან განვითარებას

„ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლად, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო განაგრძობს მშვიდობიან განვითარებას. ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ამომრჩეველს წარუდგინონ პროგრამა და კანდიდატები, მათ სრულიად საპირისპირო გააკეთეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის: საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები