არჩილ თალაკვაძე: „ზახაროვას მინდა ვუპასუხო, თვალთმაქცობა თუ არ არის მათი სიტყვები, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან“

-„სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუ არ არის ცარიელი და თვალთმქაცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან.

ქალბატონ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ზახაროვა წარმოადგენს, მინდა, ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმქაცობა, მაშინ პირველ რიგში დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან “ ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა:

„დისკუსიას იმის თაობაზე, თუ ვინ წარმოადგენს თბილისში რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებისთვის იყენებენ, სუვერენულ ქვეყანაში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩამოსვლით ან არ ჩამოსვლით. ეს  იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ.

რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს.

ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ ჩამოვა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება. სულ ეს არის. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ ჩამოდის შენთან, მთავრობა არ უნდა მიდიოდეს, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“.

 

კომენტარები