არჩილ თალაკვაძე კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 43 წლის იუბილეს ულოცავს -„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!“
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრების 43 წლის იუბილეს ულოცავს:
-„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!
თქვენი ლოცვა და თანადგომა, მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი – გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ და ჩვენი ისტორია მომავალს დავუკავშიროთ.
თქვენი ღვაწლი გამორჩეულია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, ერის რწმენაში დაბრუნების და სულიერების განმტკიცების საქმეში, რისთვისაც მადლიერი ვართ.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!“