არჩილ თალაკვაძე: „ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და იქიდან გვესმის ბრალდება, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს:

„ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და იქიდან გვესმის ბრალდება, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის – თვითონ ეს განცხადებაც კი გაუმართავი და ალოგიკურია. საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აი, ამისთვის ვემზადებით“.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

კომენტარები