არჩილ თალაკვაძე: „ოპოზიცია თუ არ დათანხმდება და არ მოხდება ამ დიალოგის ფარგლებში შეთანხმება, მაშინ ყველამ იცით რაც მოხდება. ანუ არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო შერეული სისტემით“

-„ოპოზიცია თუ არ დათანხმდება და არ მოხდება ამ დიალოგის ფარგლებში შეთანხმება, მაშინ ყველამ იცით რაც მოხდება. ანუ არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო შერეული სისტემით.

შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია ოპოზიციისთვის – ეს არის 100/50-ზე, სადაც იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ჩვენ ველოდებით უკვე კონკრეტულ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და არ მოხდება ამ დიალოგის ფარგლებში შეთანხმება, მაშინ ყველამ იცით რაც მოხდება. ანუ არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო შერეული სისტემით“, – ანაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვარში უნდა გაიმართოს. მოლაპარაკებების მთავარი თემა ისევ პროპორციული არჩევნები იქნება.

კომენტარები