არჩილ თალაკვაძე: „საკანონმდებლო მხარდაჭერაა იმისთვის, რომ საქართველომ დაჩქარებულ ვადებში მიიღოს COVID-19-ის საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  პარლამენტში, ბრიფინგი გამართა.

-„პარლამენტის ბიურომ განიხილა COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება, -რეალურად წარმოადგენს საკანონმდებლო მხარდაჭერას იმისთვის, რომ საქართველომ დაჩქარებულ ვადებში მიიღოს COVID-19-ის საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინა. ცვლილებით, COVID-19-ის ვაქცინას მისცემენ იგივე სტატუსს, როგორიც საქართველოში სხვა გეგმურ ვაქცინებს აქვთ.

საუბარია, კოვაქს პლატფორმაზე, ეს არის ევროკავშირთან არსებული საერთაშორისო პლატფორმა, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები მიიღებენ ვაქცინას, ჩვენ ამ ცვლილებით, როდესაც ის იქნება დამტკიცებული COVID-19-ის ვაქცინასაც, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება მოწოდებული, მივცემთ იგივე სტატუსს, როგორიც საქართველოში სხვა გეგმურ ვაქცინებს აქვთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები