არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვა და ხელისშემშლელი გარემოება არ შეეხოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში საარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი კანდიდატები და პროგრამები საზოგადოებას გააცნოს. ამ პროცესში არავითარი შეზღუდვა და შეფერხება არ არსებობს. საპარლამენტო არჩევნებს ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, როგორც ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვა და ხელისშემშლელი გარემოება არ შეეხოს. არჩევნები ჩატარდება მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები