არჩილ თალაკვაძე: „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა განვიხილეთ“

არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

„საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩემი კოლეგა, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი იმყოფება.

პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა განვიხილეთ. გავაცანი რეფორმები და მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს, ასევე ვისაუბრეთ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაზე.

შვეიცარია ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის, განათლების და ტურიზმის სფეროში.

მადლობას ვუხდი შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის – ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები