„არც ერთი რიგითი მოქალაქე არ დამეხმარა, ისევ პოლიციელები“– მამა გაბრიელ ქაჯაია

-„ესეთი რამე შემემთხვა მანქანა გამეთიშა სასტუმრო აჭარასთან ზუსტად ზებრა გადასასვლელზე მარცხენა მხარეს ვერ გადახვალ ავტობუსების გზას ჩავკეტავდი მარჯვენა მხარეს უნდა გადამეგორებინა, მარტო გამორიცხულია მანქანა იწონის ორ ტონა ნახევარს

პირველი რაც გავიფიქრე უნდა მივენდო ღმერთს და გზასაც მიჩვენებს მეთქი ზოგი მისიგნალებდა ავარიული ჩართული მქონდა და მაინც ერთმა მომაძახა ვერ ხედავ გზაზე პრობლემა რო შექმენიო რო შემომხედა მამაო ვიყავი სწრაფად გამექცა სიტყვა ვერ დავაწიე ვიღაც ქალმა ეს რა უბედურებაა ზებრაზე გაჩერებაო პატრულიც გამოჩნდა მეკითხებიან რატო არ ვმოძრაობ მეც მინდა მაგრამ ვერ დავძარი ეს ჯართი მეთქი საოცარი ყურადღება გამოიჩინეს გზა გადაკეტეს და მანქანას მოაწვნენ ქალი პატრულიც იყო მათ შორის

არცერთმა რიგითმა მოქალაქემ არ დაგვეხმარა ეს თითქოს მათ პლანეტაზე არ ხდებოდა ისე საინტერესო სანახაობად ჩათვალეს და მიყურებდნენ როგორ ვწვალობდით ესევ პოლიციელები აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე

ხალხი ძალიან შეცვლილია მარტო თავიანთი პრობლემების ირგვლივ ტრიალებენ თითქოს სხვა რაიმე მათ არ ეკუთვნოდეს, ისეთია ხედავდე ომის დროს შენს მეგობარს როგორ ეპარება მტერი ზურგიდან და გულში გაიფიქრო ეს ხო მე არ მეხება თვითონ უნდა იყოს ფრთხილადო

ღმერთის ძალით მოგვარდა ყველაფერი ერთი რამე გამაგებინა ამ დღემ სიკეთე რომ გინდოდეს რომ გააკეთო ბოროტი უცებ იქ გაჩნდება და ადამიანური ლოგიკით დაგიწყებს ტვინის ბურღვას თუ მიხვდი ხო კარგი თუ არადა შენთვის ყველაფერი ისევ ძველებურად რჩება, ვინც მოასწრებს სიკეთესაც ის გააკეთებს სიკეთეც მოსწრებაზეა თუ შეყოყმანდი ესეიგი სხვა დაგასწრებს და მადლიც მასზე იქნება შენ კი იქნები ისევ ის გოგრა რომელიც არაფრის მომცემია არადა შეგეძლო უფრო წინ წასულიყავი

პოლოციამ მანქანა კი გადამაყვანინა მაგრა ეხლა სხვა პრობლემაც მქონდა მოგეხსენებათ წესით ევაკუატორს ვიძახებთ მაგრამ თანხაც ხო უნდა მისცე მაგრა სადაა მერე ამიტომ გადავწყვიტე ვისაც ვიცნობდი და ვფიქრობდი რომ შემეწეოდნენ მათთან დავრეკე ყველამ უარი თქვა იმიტომ რომ შეიძლება ბუქსირით გადაყვანის დროს მათ მანქანებს პრობლემები შექმნოდა მაგრამ თანამიგრძნობდნენ და ბოდიშით გამოხატავდნენ მათ ესეთ უარს.

მეც კაი ექსპერიმენტი გამომივიდა ბევრ ახლობელ ადამიანში როგორი ახლობელია ისიც გავიგე უფალმა ყველა რენდგენზე გაატარა

მე მინდა მათ მივმართო თუ როდესმე მანქანა გიმტყუნებთ დამირეკეთ მე თოკით დავიბავ თქვენს მანქანას გქონდეთ იმედი თუნდაც გამიფუჭდეს ჩემი მანქანა მთავარია ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს თორემ როცა მარილი ძალას დაკარგავს კი იცით სასუქადაც არ გამოდგება ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით”, – წერს მამა გაბრიელ ქაჯაია, სოციალურ ქსელში.

კომენტარები