„არც კი დაიცადეს ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციებამდე და შეფასებამდე, ბოიკოტირება არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს“ – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით, „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა:

-„საკმაოდ იმედგაცრუებული დავრჩი შეუთანხმებლობით, ქართველი ხალხის უმრავლესობა სხვა რამეს ელოდება, ამ კრიზისიდან გამოსავალს ელიან. ოპოზიციის ბოიკოტის გამო თავიდანვე არ ვიყავი კმაყოფილი, მათ არც კი დაიცადეს ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციებამდე და შეფასებამდე, ბოიკოტირება არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს, ჩემთვის ეს მისაღები არ არის.

მსურს, ვუთხრა ოპოზიციურ პარტიებს, პარლამენტის გარეთ თუ დარჩებით, თუ  გადაწყვეტთ, წახვიდეთ რაიმე სახის ქუჩის რევოლუციების გზით, არ გექნება არანაირი დიალოგი, არ ვიმუშავებთ ერთად.

გვსურს საქართველო ევროკავშირში, მაგრამ ამისთვის გვჭირდება სწორი პარტნიორები პარლამენტსა და მთავრობაში, რომლებსაც ესმით, როგორ მართონ ქვეყანა“.

კომენტარები