„არ არსებობს იმის გარანტია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა იქნება. 18 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს SARS-ის წინააღმდეგ ვაქცინა“ – ბორის ჯონსონი

-„არ არსებობს იმის გარანტია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა იქნება.

იმედის მომცემ ინფორმაციას ვიღებ იმის შესახებ, თუ რა ხდება ოქსფორდის უნივერსიტეტში ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით. თუმცა, ვაქცინის მიღება გარანტირებული არ არის. 18 წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ არ გვაქვს SARS-ის წინააღმდეგ ვაქცინა. რისი თქმა შემიძლია, არის ის, რომ დიდი ბრიტანეთი ვაქცინის შექმნის საერთაშორისო ძალისხმევის წინა ხაზზე დგას.

დიდი ბრიტანეთი დიდ თანხებს გამოყოფს ვაქცინის შექმნისთვის“,  – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

კომენტარები