„არ არსებობს ინფექცია, რომლის დამარცხება ადამიანებს არ შეგვიძლია.მთავარია, ვიყოთ ერთად და ერთად ვებრძოლოთ კორონავირუსსა და ნებისმიერ სხვა“ – ალექსანდრე გოგინავა

-„შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. მოსახლეობამ კვლავ უნდა გააგრძელოს სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა.

ადამიანებს მუდმივად სახლებში გამოკეტილებს ვერ დავტოვებთ. ამას თან ახლავს თავისი მინუსები, ეკონომიკურ, სოციალური კუთხით. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ადამიანები გამოკეტილი დავტოვოთ. მოგეხსენებათ, ახლა ეპიდემიოლოგიურად კარგი სიტუაციაა და ვირუსის გავრცელება ძალიანაა შემცირებული. ამ ეტაპზე, შეზღუვების მოხსნა მისაღებია. ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება. ის უნარ-ჩვევები, რაც შევიძინეთ; პირველ რიგში დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირბადის ტარება, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ.

არ არსებობს ინფექცია, რომლის დამარცხება ადამიანებს არ შეგვიძლია.მთავარია, ვიყოთ ერთად და ერთად ვებრძოლოთ კორონავირუსსა და ნებისმიერ სხვა ინფექციას. სხვაგვარად ეს არ გამოგვივა. ერთიანობა დაგვამარცხებინებს ყველანაირ პრობლემას. მათ შორის, ისეთ ვერაგ ინფექციას, როგორიც კორონავირუსული ინფექციაა, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილის“ ეთერში.

 

“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

კომენტარები