„არ არსებობს ულევი რესურსი – თუ მოსახლეობის მხრიდან არ იქნება ხელშეწყობა, ძალიან გაჭირდება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება“ – ალექსანდრე გოგინავა

-„რაც შეეხება ზღვარს, ზღვარი პირობითია, ხდება დრო და დრო რესურსების გაზრდა, მაგრამ არ არსებობს ულევი რესურსი არც საქართველოში, არც არც ერთ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთიანად ყველამ, როგორც სამედიცინო ნაწილმა, ასევე მთლიანად საზოგადოებამ მოვახერხოთ და შევძლოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. მოსახლეობის როლი არის ის, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ  რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები იძლევიან.

რაც შეეხება სამედიცინო სექტორს, აქ მნიშვნელოვანია, რომ სწორი და დროული ტრიაჟი მოხდეს, საავადმყოფოებში რომ მოხვდეს მხოლოდ ის მძიმე კონტიგენტის პაციენტები, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაციონარული მკურნალობის ჩატარება. საგანგაშო ძალიან ცუდად ჟღერს, საყურადღებოა სიტუაციაა, სერიოზული მდგომარეობაა. ქვეყანა ახლა ვირუსის გავრცელების პიკშია შესული.

ბოლო რამდენიმე დღის და კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, ჯერჯერობით კვლავ მზარდია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ჩემი აზრით, ახლა პიკში ვიმყოფებით, ცოტა რთულია საუბარი, რამდენ ხანს გაგრძელდება. აუცილებელია გარკვეული რეაგირება, ეს იქნება შეზღუდვების სახით, თუ სხვა რამე ჩარევები. ჩემი აზრით, უნდა განხორციელდეს ეფექტური და მრავალმხრივი წერტილოვანი შეზღუდვები.

რაც არ უნდა ეფექტური იყოს შეზღუდვა, რაც უნდა ეფექტურად იმუშაოს ეპიდსამსახურებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა, თუ მოსახლეობის მხრიდან არ იქნება ხელშეწყობა, არ დაიცავენ რეკომენდაციებს, ძალიან გაჭირდება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება.

სრულიად წარმოუდგენელია, დაავადებული ადამიანი გადაადგილდებოდეს ქუჩაში, ეს ყველანაირად ხელს უშლის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა სამედიცინო სექტორს ეფექტური, სწრაფი ღონისძიებების გატარების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა  ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები