„არ აქვთ დღეს უნარი მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი“-ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა:
-„დაანონსებული აქცია, ვფიქრობ, აცდენილია იმ დღის წესრიგს, რა დღის წესრიგიც საქართველოში არის მნიშვნელოვანი, – ეს არის პირველ რიგში სწორედ მოლაპარაკება, დიალოგი, რომლის საბოლოო მიზანი და ეს უკვე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველა დონეზე და აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში და ყველა ფორმატში აღნიშნეს, უნდა გახდეს მათი შემოსვლა პარლამენტში, საპარლამენტო ცხოვრების გაშლა და ყველა იმ პრობლემებზე და ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის გაგრძელებისათვის. გამომდინარე აქედან, ამ ხუთი თვის გამოცდილებამაც დაანახა ყველას და იმედია,  საბოლოო ჯამში ოპოზიციასაც, რომ ქუჩის აქციები არ არის მოთხოვნადი პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის, ამომრჩევლისთვის, ისინი არ თვლიან, რომ ამ აქციებს რაიმე აზრი გააჩნია და რაიმე კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს, ეს აქციები ვერ და არ იქნებიან ზეწოლის იარაღი „ქართულ ოცნებაზე“ .
ეს აქციები არანაირად არ განიხილება ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მედიატორების მხრიდან რაიმე კონსტრუქციულობის მატარებლად, აქედან გამომდინარე არის სწორედ, რომ მათ არ აქვთ დღეს არანაირი უნარი, რაიმე მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ დაახლოებით ორთვიანი, ორთვენახევრიანი ინტერვალებით.
რა თქმა უნდა, როდესაც შენ მოლაპარაკებების პროცესში არ ხარ კონსტრუქციულად განწყობილი, ეს უკვე ყველასთვის კარგად არის  ცნობილი, ამაზე საერთაშორისო დონეზეც უკვე განცხადებებიც ღიად არის გაკეთებული. როცა ამას კიდევ აქ, ადგილზე უმატებ ამ არეული ვითარების შექმნას, რა თქმა უნდა, ეს ხელს უშლის, დიალოგის ფონს აფუჭებს და აქედან გამომდინარე, ეს არის თავიდან ბოლომდე კონტრ-პროდუქტიული. ეს 15 მაისიც დააანონსეს იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული საქციელით, რაიმე ზეწოლას მოახდენენ. ეს ერთგვარად ამ კარვების ქალაქის შენარჩუნების დედლაინიც არის, რომ 15 მაისის აქციისთვის ინარჩუნებენ ამ კარვებს, რომელიც სინამდვილეში რეალურად არაფერს არ ცვლის, გარდა იმისა რომ ამახინჯებს ფონს“.
კომენტარები