„არ გაყიდიან ბილეთს არავაქცინირებულ ადამიანებზე“ – ვაქცინირებული ადამიანისთვის შესაძლოა შეზღუდვები შემსუბუქდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს:

-„რამოდენიმე ავიაკომპანიამ გამოაცხადა, – არ გაყიდიან ბილეთს არავაქცინირებულ ადამიანებზე ანუ გარკვეული ბარიერები შეიქმნება, რომელიც წაახალისებს და მეტ სტიმულს მისცემს ვაქცინაციას. საქართველოშიც ალბათ, გაიგეთ, – რამოდენიმე რესტორანმა გამოაცხადა,  50%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ  ადამიანს, თუ იქ ორჯერადად ვაქცინირებული პირი შევა. მაგრამ, ის რომ ვაქცინირებული ადამიანისთვის შეზღუდვები შემსუბუქდეს ან კომენდანტის საათი მოიხსნას ეს ალბათ, რთული დასამენეჯმენტირებელი და რთული საკითხი იქნება. თუმცა ვნახოთ, მთავარია ხალხი აიცრას და ვნახოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

კომენტარები