არ გაჩერდეთ მელიაზე დაიჭირეთ, ბოკერიაც!

ღარიბაშვილის დაბრუნება ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან და ეს უნდა გაგრძელდეს რეჟიმის ყველა ჯალათის დასჯით!
არ გაჩერდეთ მელიაზე დაიჭირეთ ბოკერიაც!

ღარიბაშვილის პრემიერობა უნდა იყოს სახელმწიფოში იმ პოროცესების დასაწყისი, რომელსაც 2012 წლიდან ელოდება ქართული საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობა.

დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა იმედია უკვე კარგად გაითავისა ქართული ოცნების მიერ დაშვებული შეცდომები და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კობახიძე – მდინარაძის დანერგილი შერჩევითი სამართალი, რომელმაც დასაბამი დაუდო ბოკერია – სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფის
გაცოცხლებას და პოლიტიკურ ველზე დაბრუნებას.

ქართული საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობა ერთიანია სამართლიანობის აღდგენის და რეჟიმის დამნაშავეების დასჯის იდეის ირგვლივ და იმედი მაქვს ბატონი ირაკლი იმ იდეალებს დაუბრუნდება რომლის ირგვლივაც გაერთიანდა ქართველი ხალხი 2011 – 2012 წელს.

სწორედ ეს არის ის ეროვნული იდეა რომლის ირგვლივაც გააერთიანებთ ერს!
აღადგინეთ სამართლიანობა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები