„არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა, ეპიდვითარება დღითიდღე“-ბიძინა კულუმბეგოვი

ქვეყანამ მიიღო გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება იმუნიზაციის საბჭოსთან ერთად და გადაწყვიტა, – 4 მაისს დაიწყოს “სინოფარმით” ვაქცინაცია.

ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

-„საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის  „სინოფარმის” გამოყენება 4 მაისს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიწყოს. ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება. ქვეყანა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას არ უნდა დაელოდოს. თუმცა, მაქვს მოლოდინი, „სინოფარმის” ვაქცინას უახლოეს მომავალში ავტორიზაცია აუცილებლად ექნება.

ყველა იმ მონაცემის გათვალისწინებით, რადგანაც ამ კონდიციამდე მივიდა “სინოფარმის” ვაქცინა, აუცილებლად მიიღებს ავტორიზაციას. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ათ დღეში. რა თქმა უნდა, ყველა 500 ვაქცინირებული ადამიანი დამატებით ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.ამიტომაც, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას დღეს ან ხვალ გამოაქვეყნებს. ჯანმო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორი მოლოდინი არსებობს: ერთი,  ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის, მეორე – დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს. ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში, უკვე 80 მილიონამდე ადამიანია მისით აცრილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, – მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.

სინოვაკის“ ვაქცინების“ 100 ათასი დოზა საქართველომ მიიღო.

კომენტარები