„არ დავუშვებთ, ირანს ბირთვული შესაძლებლობები გაუჩნდეს“-ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანაჰუ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანაჰუმ განაცხადა:

-„ირანს არასდროს უთქვამს უარი ბირთვული იარაღისა და მათ გადასატანად საჭირო რაკეტების შექმნაზე. არ დავუშვებთ, ირანს ბირთვული შესაძლებლობები გაუჩნდეს, რათა მან მიაღწიოს გენოციდურ მიზანს, გაანადგუროს ისრაელი“.

ირანი ამბობს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა.

ისრაელის რადიოს ინფორმაციით, ირანში, ბირთვულ ობიექტზე ისრაელის სპეცსამსახურებმა კიბერიერიში მიიტანეს.

ნიუ „იორკ თაიმსი“ წერს, რომ ბირთვულ ობიექტზე მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ელექტროენერგიის გარე სისტემა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა.

კომენტარები