“არ ვაპირებ დავემორჩილო რუსი ოლიგარქის და მისი მარიონეტების ,,კანონებს”-ირაკლი ღლონტი :

პარტია “კანონი და სამართალის” წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს –

“მე, პროფესიით სამართალმცოდნე და საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქე, ვაცხადებ საჯაროდ, რომ არ ვაპირებ დავემორჩილო რუსი ოლიგარქის და მისი მარიონეტების ,,კანონებს” !

ვერ შემაჩერებ შენ ოლიგარქო ივანიშვილო, ვერც შენ, ოლიგარქის მსახურო გიორგი გახარია, მაშინ, როცა დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის მე ჩემს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად დავაპირებ ლეგიტიმური საპროტესტო აქციების ორგანიზებას, ჩავატარებთ კიდეც და არ დავემორჩილებით თქვენს ბინძურ, პოლიტიზირებულ დირექტივებს !

Бидзина ! давай до свидания ! “-წერს ირაკლი ღლონტი.

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები