„არ ველოდი „სინოფარმზე” ასეთ აქტიურობას…“-ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა:

-„ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად ჰქონდათ ხინჯი, ისეთი ვაქცინა, რომელსაც არ აქვს ავტორიზაცია, არ გაეკეთებინათ, ეშინოდათ უცხოეთში პასპორტის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ, ეს შიშები მოიხსნა და ლეგალურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის თანხმობას არ ნიშნავს.

სიმართლე გითხრა, არ ველოდი „სინოფარმზე” ასეთ აქტიურობას, თუმცა როდესაც „ასტრაზენეკაზე” ასაკობრივი შეზღუდვაა და ელოდებიან ვაქცინებს, როდის იქნება და როგორც კი გამოჩნდა ვაქცინა, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდნენ“.

4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

„სინოფარმის” ვაქცინა ჯანმო-მ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა

„წითელი ჯვარი“ საქართველოს 100 000 დოზა „სინოფარმს“ გადმოსცემს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა „სინოვაკის“ ვაქცინის მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, პასუხს ელოდებიან.

კომენტარები