„არ იყოთ იმედზე, ვირუსი შესუსტდა და არ დაავადდებით, ვეცადოთ, არ დაგვემართოს” – პაატა იმნაძე

-„უმეტესობა ვირუსს მარტივად გადაიტანს, თუ არ ჰყავთ ვინმე ქრონიკული დაავადებებით, რომლის მოკვლასაც აპირებს იმიტომ, რომ თვითონ არაფერი მოუვათ და არ უფრთხილდებიან მათ, კი ბატონო. ქვეყანაში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მოსალოდნელი იყო, სავარაუდოდ, ვირუსის შემთხვევები კვლავ მოიმატებს.

იმ შემთხვევაში, საზოგადოება წესებს თუ არ დაიცავს, ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ეტაპამდე მივალთ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგებმა ყველა შემთხვევის გამოვლენა ვეღარ შეძლონ. მატება რომ იქნებოდა, ფაქტია, რადგან ყველაფერი გაიხსნა, მთელი საქართველო დასასვენებლად იყო, როგორც აჭარაში, ისე სხვადასხვა რეგიონში. არ ვიყოთ იმის იმედზე,  ვირუსი შესუსტდა და არ დაავადდებით, ვეცადოთ, არ დაგვემართოს. არავითარი თავშეკავების საჭიროება არ არის სხვადასხვა რეგიონში გასამგზავრებლად. წესები ყველგან უნდა დავიცვათ, მნიშვნელობა არ აქვს, თბილისი იქნება თუ ბათუმი. თუ კი დავიცავთ წესებს, კორონავირუსის ნაკლები შემთხვევა გვექნება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ზამთრის პერიოდისთვის უკვე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომანდაციები მკაცრად დაიცვას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები