„არ მაქვს მარტო დარჩენის პრობლემა – დავიღალე, ადამიანებს ვატყუებ 2017 წლიდან“ – გრიგოლ ვაშაძე

-„2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ჩემი აზრით, ყველაფერთან ერთად, მათ შორის იმასთან, რომ დანგრეული და გაპარტახებული ქვეყანა, საიდანაც მარტო ელექტრონული მისამართი იყო დარჩენილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადააქცია ფუნქციონირებად სახელმწიფოდ, ყველაზე დიდი მიღწევა მაინც 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო. საქართველოს მოქალაქე ხედავს, – რევოლუციის ტალღის გარეშე ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია.

პირადად, მე დავიღალე, რადგან მოქალაქეს ველაპარაკები და და მეუბნებიან, ხმას მოგცემთ, მაგრამ დაიცავთო? დავიღალე იმით, – ამ ადამიანებს პირადად მე ვატყუებ 2017 წლიდან, აღარ შემიძლია ამის მოთმენა, ამისთვის საჭიროა მარტო დარჩენა, ამას ხმამაღლა ვამბობ.

ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს, არ მაქვს პრობლემა ყველას დავუპირისპირდე. თუ აღმოჩნდა, – მე უმცირესობაში ვარ, მაშინ მოხდება ეს. არ მაქვს მარტო დარჩენის პრობლემა. მე მათ არ ვეთანხმები იმაში, რომ 32 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობა არსებობს, ვერ ისწავლა პირობითად, საქართველოს ორმა მოქალაქემ ერთმანეთთან საუბარი“, – განაცხადა  “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. 

მოგვიანებით, გავრცელდა ვაშაძის მორიგი განცხადება, რომელშიც პირველი განცხადების შინაარსი განმარტა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

განცხადებას უცვლელად გთავზობთ:

„სპეციალურად მათთვის, ვინც კითხვა არ იცის:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და პარლამენტში არ შევდივართ

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროტესტი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამ,“- წერს გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები