„არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ!“ – გიორგი ფხაკაძე

-„საქართველოში ხომ ხმარობდნენ ამ პრეპარატებს, არ ვიცი ახლა თუ იყენებენ. გეუბნებით, – დაწყნარდით, გეუბნებით ხალხნო, დაწყნარდით, ყველაზე კარგი წამალი არის რა?! – პოზიტივი… დღეში, შვიდი და ათი ათასი ნაბიჯი ფეხით სიარული.

დაახლოებით ერთი საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა. შეამცირეთ, მარილი, შაქარი, გამოხატეთ მეტი პოზიტიური ენერგია. მნიშვნელოვანი რაცაა, პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია, აი, ასე თუ ავიცილებთ ვირუსს და ავაშენებთ, ქვეყანას. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ქვეყნის აშენებას, მოვითხოვოთ ქვეყნის გახსნა. მოვითხოვოთ ოღონდ არა მკაცრად.

ვაიმე ეს „მოლნუპირავირზე“ ამოვიდა ყელში… ხალხო, ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც „რემდესივირი“, ამ პრეპარატზე ჩემი პასუხი, ხომ იცით რაც არის… „რემდესივირი“ არის ფულის გასაკეთებელი მანქანა. პრეპარატი „მოლნუპირავირი“, ისევე როგორც „რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური საშუალება არ არის. არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, – არ მუშაობს. „ქლოროფინი“ დაგავიწყდათ?! – მე როდის ვიძახოდი, არ ვარგა ეს წამალი, მერე ამოიღეს ხმარებიდან, – განაცხადა  გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართავში.

 

კომენტარები