„არ შეიძლება, რაღაც ადამიანური წესები მოვიფიქროთ, სულ მორიგი თავდასხმის შიში და მოლოდინი არ ჰქონდეთ?!“ -ალეკო ელისაშვილი

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა:

-„ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ხალხი არიან გარემოვაჭრეები, ისინი ლუკმა-პურისთვის მთელი დღის განმავლობაში, წვიმაში, ქარში, ტალახში დგანან და სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ. ხან ჩამოუქროლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, დააწიოკებს ამ ხალხს, აყრის, გაყრის, არ შეიძლება, -რაღაც ადამიანური წესები მოვიფიქროთ ამ ხალხისთვის, საგადასახადო რეჟიმი თუ რაღაც სხვა, ადამიანებად გრძნობდნენ თავს და სულ მორიგი თავდასხმის შიში და მოლოდინი არ ჰქონდეთ?!“

კომენტარები