„ასევე გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია” – ბაჩალიაშვილის საქმე

 23 წლის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამდე გოლთეთის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში, მაწევანში დაინახეს.

-„ზუსტად დრო არ მახსოვს, მაგრამ საღამოს საათებში დავინახე პატარა, მომცრო, ნაცრისფერი მანქანა. დავინახე მხოლოდ მძღოლი, გოგონა, სოფლის მიმართულებით მიდიოდა, მინები აწეული იყო, ნელა მიდიოდა, აკვირდებოდა, მე ეზოში ვიყავი და უბრალოდ, შემთხვევით შევამჩნიე. ჩემს სახლს გასცდა და ბოლომდე გაიარა გზა. 18 ივლისს, საღამოს საათები იყო. სავარაუდოდ, მარტო იყო,” – აცხადებს  ადგილობრივი  ლანა ჩიხრაძე ,,მთავარ არხთან” საუბარში.

-„გოლთეთის გვერდით არის სოფელი მაწევანი. ჟურნალისტი ერთ-ერთ მცხოვრებს ესაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ. თამარის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ეს მცხოვრები ამბობს, რომ ნამდვილად დაინახა ნაცრისფერი პატარა მანქანა, რომელსაც გოგო მართავდა, აკვირდებოდა და უყურებდა სახლებს, მინები ამოწეული ჰქონდა. ეს ის დღეა, როცა თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაინახა საღამოს საათებში, ანუ კარგა ხნის მერე, რაც გოლთეთში იმყოფებოდა. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა, გამოდის, რომ მხოლოდ გოლთეთში კი არა, გვერდით სოფელშიც ჩასულა. ასევე გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს უკვე აღარ ჰგავს უმისამართო გადაადგილებას. ეს უფრო იმას ჰგავს, როცა კონკრეტულად რაღაც მისამართზე მიდიხარ ან ვინმეს ეძებ.

Lasha Kveseladze ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა”, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. ირკვევა, –  23 წლის პროგრამისტი მაწევანშიც დააფიქსირეს.

 ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა.

 სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა.

გოლთეთის გვერდით არის სოფელი მაწევანი. ჟურნალიტი ერთ-ერთ მცხოვრებს ესაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ. თამარის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ეს მცხოვრები ამბობს, რომ ნამდვილად დაინახა ნაცრისფერი პატარა მანქანა, რომელსაც გოგო მართავდა, აკვირდებოდა და უყურებდა სახლებს, მინები ამოწეული ჰქონდა. ეს ის დღეა, როცა თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაინახა საღამოს საათებში, ანუ კარგა ხნის მერე, რაც გოლთეთში იმყოფებოდა. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა, გამოდის, რომ მხოლოდ გოლთეთში კი არა, გვერდით სოფელშიც ჩასულა. ასევე გამოდის, რომ საღამოს ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს უკვე აღარ ჰგავს უმისამართო გადაადგილებას. ეს უფრო იმას ჰგავს, როცა კონკრეტულად რაღაც მისამართზე მიდიხარ ან ვინმეს ეძებ.

Lasha Kveseladze ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა.

კომენტარები