ასეთი დაბალი ტემპერატურა 37 წელია არ დაფიქსირებულა – ავსტრალიაში ყინვებს მსხვერპლი

ავსტრალიაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ივნისის თვეში რეკორდული სიცივე დაფიქსირდა.

ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ანტარქტიდიდან მონაბერმა ჰაერის ცივმა მასებმა სიდნეიში ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიყვანა. ივნისის თვეში ასეთი დაბალი ტემპერატურა 37 წელია არ დაფიქსირებულა.

შემცირებულ ატმოსფერულ წნევას ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა მოჰყვა. ქალაქ ტრარალგონის 26,000 მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოცხადდა.

კომენტარები