„ასეთი მაგარი აქცია საქართველოში არ ყოფილა – ხანდახან დუმილი“ – დავით ბაქრაძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები რუსთაველზე შეიკრიბნენ, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, თბილისში ოპოზიციამ აქცია გამართა. მდუმარე პროტესტის მიზანი 31 ოქტომბრის არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ყურადღების მიპყრობა იყო.

-„ასეთი მაგარი აქცია საქართველოში არ ყოფილა. ეს იყო აქცია, რომლითაც ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მთავარ პარტნიორებს, მთელ მსოფლიოს გავაგონეთ ჩვენი ხმა. ხანდახან დუმილი უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები, დღეს თქვენი დუმილით თქვენ აჩვენეთ, – ხმაწართმეული ადამიანები, ხმაჩამორთმეული ადამიანები არ შეეგუებით ხმის ჩამორთმევას და არჩევნების გაყალბებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.  შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. მაიკ პომპეო  საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და  საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს.

კომენტარები