„ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს“-ირაკლი ღარიბაშვილი “ნამახვანჰესის“ შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ნამახვანჰესის“ პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, – ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით. დიდი იმედი მაქვს, ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რათა კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“.

კომენტარები