ასეთ დაჯგუფებას ეძახით “ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას” და, ამიტომ არის თქვენი ბრიფინგი ს ი ყ ა ლ ბ ე! – დავით მარტიაშვილი:

ევროპაში მყოფი პოლიტემიგრანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომების მონაწილე ვიცე-პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი  მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმაურება და ირაკლი კობახიძეს მიმართავს:
Ირაკლი კობახიძეს!
Ყურადღებით ვუსმინე თქვენს ბრიფინგს, ისევე როგორც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქების (მოქალაქეების და არა მოსახლეობის) უმრავლესობამ.
Მინდა გითხრათ რომ, ყოჩაღ თქვენ რომ, როგორც იქნა სამთავრობო დონეზე თქვით ის რაც ისედაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ახლა ვწერ არა ამ საკითხზე.
Მართალი სიტყვები ილაპარაკეთ და ბრიფინგი კარგი გამოვიდა თუმცა მთლიანობაში იყო ს ი ყ ა ლ ბ ე!
Ვიცი ბევრს გაუკვირდება თუ მართალი სიტყვები ილაპარაკეთ რანაირად იყო სიყალბე და აქვე მოკლედ აგიხსნით.
Დავიწყებ იმით რომ, როდესაც ერის ზურგს უკან დამნაშავეებთან შეხვედით გარიგებაში რითაც ერის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან მოთხოვნასა და ინტერესს ( რის გამოც თქვენ პარტიას მოგცეს სახელისუფლო ლეგიტიმაცია) გაუკეთეთ იგნორი, თქვენც მათი დანაშაულის თანამონაწილეები გახდით რის მერეც ეს დაჯგუფება გამყოფებთ მუდმივ შანტაჟის, საბოტაჟისა და პროვოკაციების ქვეშ რისი დასრულების არც ნება და არც ძალა თქვენ არ გაგაჩნიათ და რომ არა თქვენს მიერ ქართველი ერის მუდმივი შანტაჟი თქვენი ხელისუფლება დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა ისევე თქვენი უსუსურობის გამო.
Მეორე და უშუალოდ ბრიფინგზე კი, როდესაც დამნაშავეთა დაჯგუფებას რომელსაც წარსულში(რეალურ დროშიც) ჩადენილი აქვს არა ერთი უმძიმესი სისტემური დანაშაულები, ხოლო ახლა კი მუდმივი საბოტაჟით, სიყალბით და პროვოკაციებით (რომლებიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებსაც) ქვეყანას აცხოვრებენ მუდმივ სტრესში, მიზან მიმართულად აფერხებენ მის განვითარებას, მუდმივად ძირს უთხრიან ქვეყანის საგარეო იმიჯსა თუ საშინაო პრიორიტეტებს, რომლებმაც მიზან მიმართულად (რაც უკვე საგამოძიებო კომისიამაც დაადგინა) შექმნეს ყალბი პარალელური დათვლის შედეგები რითაც გამოიწვიეს ხელოვნური კრიზისი, რომლებიც ასეულობით საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო კომისიებში ამყოფებდნენ საშინელი ზეწოლისა და ტერორის ქვეშ რაც გამოიხატებოდა შემდგომში დაპატიმრების მუქარით და ზოგ შემთხვევებში მკვლელობის მუქარითაც კი რასაც არა ერთი მსხვერპლიც მოჰყვა, ასევე ისინი უსამართლოდ ბრალს სდებდნენ ასეულობით პატიოსან მოქალაქეს და მათ ეძახდნენ გამყალბებლებს და ლანძღვა გინებას აც არ აკლებდნენ და ეს მოკლე ჩამონათვალია მათი ბინძური საქმიანობის, ხო და როდესაც ასეთ დაჯგუფებას ეძახით “ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას” და, ამიტომ არის თქვენი ბრიფინგი ს ი ყ ა ლ ბ ე!
Როდესაც კრიმინალებისაგან აბსოლუტურად ხელოვნურად ქმნით ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ამიტომ არის თქვენი ბრიფინგი ს ი ყ ა ლ ბ ე!
Როდესაც არჩევნების შედეგებს აყალბებთ ამ მოღალატე ქვეყნის დამაქცევრების სასარგებლოდ რითაც ათასი ჯურის ჯამბაზები, უმეცრები, მოღალატეები, მევახშეები და უბრალოდ ღორები გაადეპუტატეთ, ამიტომ არის თქვენი ბრიფინგი ს ი ყ ა ლ ბ ე!
Კიდევ უამრავს ჩამოგითვლით რატომ იყო მართალი სიტყვებისაგან შემდგარი ბრიფინგი სიყალბე, მაგრამ ერთი კითხვით დავასრულებ, ძალიან საინტერესოა რანაირად და ვის ინტერესებში არის (ხელისუფლებაში ვკითხულობ თორემ ისე ვის ინტერესშიაც არის კარგად ვიცი) ის რომ, 24/7 რეჟიმში დამნაშავე ნაც მოძრაობის ეკრანებიდან გაურკვეველი ექსპერწებისგან, უფლება დამცველებისაგან, ზონდერ ჟურნალისტებისგან თუ ნაც მოძრაობის აქტივის და მათი ანასხლეტებისაგან იღვრება დაუსრულებელი უმძიმესი ყალბი ბრალდებები სწორედ თქვენი ხელისუფლების მიმართ და ხან ისეთ კურიოზამდეც მიდის რომ, თავიანთ დანაშაულზეც კი თქვენ გთხოვე პასუხს და ამ დროს ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ვის მიმართაც ჩადენილ იქნა უმძიმესი სისტემური თუ კერძო დანაშაულები ე.წ. ოპოზიციის მხრიდან და დღემდე ამ ხალხისათვის ქვეყანაში გადაკეტილია ყველა რესურსი, რითაც 9 წელიწადია ხდება ამ ხალხის ხმის ჩახშობა სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში???
P. S ეს, არც ლოგიკაში ჯდება, არც ტაქტიკაში და არც Სტრატეგიაში.
Ახსნა ხომ უნდა ქონდეს ამას რომ, თქვენ ხელისუფლებას 9 წელიწადია თავზე ლაფს გასხამდნენ შინ თუ გარეთ, ბრალს გდებდნენ უმძიმეს დანაშაულებში და უმეტეს წილად ყალბად და თქვენივე ხელისუფლების პირობებში ნამდვილი დამნაშავეების სასარგებლოდ დაუხშეთ ყველა საინფორმაციო საშუალება ათეულ ათასობით დაზარალებულს სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან?!
Ზოგიერთ კომენტარში დაწერით რომ, ერთნი არიან აქამდე ვერ მივხვდი?
Მესმის და ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძალიან გაურკვეველი და ყველანაირ გონიერ და თუნდაც უგონო ქმედებასა თუ ლოგიკას მოკლებულია ეს ყველაფერი, გლანძღონ, გთათხონ და გაგინონ, საპასუხოდ კი იდგე და მათვე აპრავებდე, ასუფთავებდე და ციხის მაგივრად პარლამენტში დეპუტატის სავარძელში სვამდე?!
კომენტარები