„ასეთ მძიმე პაციენტს რა უნდოდა სასტუმროში?“- კორონავირუსით გარდაცვლილის და

-„კიდევ ერთი ლამაზი სულის, სათნო, მეგობრული, კარგი პედაგოგი დააკლდა ქალაქს, ბენზეს. ეს ქალი ჩემი დაა, 55 წლის შორენა ბერიძე. მოკლედ, მის შესახებ, 4 ოქტომბერს 37.5 სიცხით, გართულებული სუნთქვით და მომატებული შაქრით შეიყვანეს ბათუმის ინფექციურში, იმავე ცხელების ცენტრში, საიდანაც მცირე პროცედურების შემდეგ გადაიყვანეს სასტუმროში, მალე დამძიმდა მდგომარეობა და კვლავ დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ გადაიყვანა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, იქ ექიმებს ძალისხმევა არ დაუკლიათ, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

და მე მრჩება კითხვა: ასეთ მძიმე პაციენტს რა უნდოდა სასტუმროში? სად გავარკვიო სამართალი? იქნებ ამ გადაყვანა-გადმოყვანაში დრო დაიხარჯა ფუჭად, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო შორენასთვის? გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, ეგებ სხვა გადარჩეს და არ მოხვდეს არაპროფესიონალთა ჭაობში. მე მეტი რა დამრჩენია, ვილოცო უდროოდ დაღუპული დის სულისთვის…” – წერს სოციალურ ქსელში დუდანა ბერიძე დის გარდაცვალების ფაქტის შესახებ.

 

კომენტარები