ასეთ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში იქმნება მხოლოდ “სოციალური დარვინიზმის” და ნიცშეს “ამორალურობის ატმოსფერო” – მამუკა კარტოზია:

მამუკა კარტოზია:

 – დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვაკხანალიის პირობებში, სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, ყველა დანაშაულის თავისებური ” თანამონაწილეა”, მაგრამ ვერავინ ბედავს ასეთი სახელმწიფო დასვას კონსტიტუციური სასამართლოს სკამზე. სახელმწიფო თავისი დანაშაულისათვის პასუხს აგებინებს თავის მოქალაქეს, თვითონ კი განზე რჩება, პასუხისმგებლობას თავს არიდებს.არის კანონები, მაგრამ არ არის სამართალი. ასეთი სახელმწიფო სპობს მორალს ადამიანში, მთელ ერში, რადგანაც ასეთ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში იქმნება მხოლოდ “სოციალური დარვინიზმის” და ნიცშეს “ამორალურობის ატმოსფერო”. ასეთ სახელმწიფოში არავის სჭირდება კანტის მორალური იმპერატივი, ” ვარსკვლავებით მოჭედილი ცის” ესთეთიკა და ” მორალური კანონი” და საერთოდ კანონი ადამიანში! აქ ვინმეს მხილება კი არ არის, აქ უბედურების გნებავთ ტრაგედიის აღწერაა,…… არც ერთი ეს მიმდინარე ნეგატიური მივლენები შეიძლება გულწრფელად არ უნდა ხელისუფლებას, მაგრამ ისტორია, არსებული რეალობა ხშირად არა ხელისუფლების პოლიტიკური სცენარით, არამედ მის საწინააღმდეგოდ ხორციელდება. დგება ისტორიულ საკრალური კითხვა: რა ვაკეთოთ? კვო ვადის? კამო გრიადეში? ვიდრე ხვალ?…….

კომენტარები