ასე გამოიყურება მედროვე და ერის გამყიდველი “პოლიტიკანები”

 

საბჭოთა საქართველოში, ეროვნული მოძრაობა თუ აღმოცენდა და წითელი ყელსახვევი ერთი მეორეს მიყოლებით მოიხსნეს მოსწავლეებმა, მიტინგზე შეკრებილი სტუდენტობა და ზოგადად ხალხი კი, უწმინდესის თხოვნის მიუხედავად, მაინც შიშველი ხელებით წინ აღუდგა საბჭოთა ჯავშანტექნიკას და ჩვენი გმირების სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობით ვამაყობდით, დღეს ეს დამოუკიდებლობა ”ბოკერია – სააკაშვილებმა” და ”კობახიძე – თალაკვაძეებმა” საბოლოოდ გათელეს ფეხქვეშ და ერთხმად აღიარეს დასავლეთის ზე აღმატებულება.
თავდახრილებმა კი მცირედი ურჩობისთვის მიუბოდიშეს ბრიუსელში მჯდარ ბატონს.

რას ნიშნავს ქართველი ლიბერალებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა
ანუ რასთან გვაქვს საქმე ? კადრი რომ ცოტა შორს გავწიოთ და არსებული სურათი ფართოდ დავინახოთ, ვიღაც ბრაიზა – მიშელები როგორ ხასიათზე გაიღვიძებს, იმისდა მიხედვით უნდა გადაწყდეს, ვინ არის საქართველოში პოლიტ პატიმარი და ვინ არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს!

ოთხმოცდაათიანებში, რუსეთის დუმის ოდიოზური დეპუტატებისადმი ჩვენი უკმაყოფილების და პროტესტის მთვარი მიზანი ხომ მათი მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა იყო, და დღეს რა გამოდის ? – გამოდის ის, რომ არა დამოუკიდებლობისთვის, არამედ საბჭოთა “ცეკას” და გვიანდელი რუსეთის ”დუმის” ამერიკული ”კონგრესით” და ევროპარლამენტით
ჩანაცვლებისთვის გვიბრძოლია!
მაშინ კი, როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ან იმპერიალიზმზე ვსაუბრობთ და დამოუკიდებლობას მონაპოვრად ვაცხადებთ და ამასთან, მთელი მონდომებით ჩრდილოეთიდან მომავალ აპოკალიფსს ვხატავთ, უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ შემდეგი:
ჩვენმა ახალმა ბატონმა, რომელმაც საარჩევნო სისტემის ფორმირების და ქართული კანონმდებლობაში თავხედურად ჩარევის დროს
საბოლოოდ გამოავლინა სახე, [ამავდროულად კი ჩვენი პოზიცია-ოპოზიციის სახე დაგვანახა].

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები