„ასე როგორ დაკარგა სახე და დეგრადირდა-რა რჯის, რომ მიჰყვება ივანიშვილს ამ პოლიტიკურ სამარეში“- ვის მიმართავს, ლაშა ბუღაძე?

მწერალი, ლაშა ბუღაძე რუსთაველის გამზირზე  აქციაზე იმყოფება.

-„კახა კალაძეს მინდა მივმართო, თბილისის მერს, რომელიც ჩემი თაობის და არა მარტო, სიამაყეს წარმოადგენდა, როგორც ფეხბურთელი და საქართველოს სახელი. რა რჯის, რომ მიჰყვება ივანიშვილს ამ პოლიტიკურ სამარეში, ადამიანს, რომელსაც სძულს საქართველო. ან იგივე თალაკვაძეს, რომელსაც ვიცნობდი, როგორც წესიერ და სამართლაინ ადამიანს, ასე როგორ დაკარგა სახე და დეგრადირდა“,-აცხადებს მწერალი, ლაშა ბუღაძე.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და კარვები გაშალეს

კომენტარები