ასიე მახარაძეს 100 წელი შეუსრულდა. 8 შვილის დედა, 20 შვილიშვილის და 47 შვილთაშვილის ბებიაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთნ ზაალ მიქელაძსთან და შუახევის მერთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფელ ფურტიოში მცხოვრები ასიე მახარაძე მოინახულა.

ასიე მახარაძეს 100 წელი შეუსრულდა. 8 შვილის დედა, 20 შვილიშვილის და 47 შვილთაშვილის ბებიაა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ასიე მახარაძეს 1000 ლარი გადასცა. იუბილარმა სიმბოლური საჩუქარი მერიისგანაც მიიღო.

სამინისტრო პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 27 მოქალაქე ცხოვრობს. მიმდინარე წლის განმავლობაში კი, 100 წელი 34 მოქალაქეს შეუსრულდება.

კომენტარები