ასპინძაში მომხდარი წამების საქმის მასალები -“კურიერმა” სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა

ექსკლუზიურად “კურიერში” ასპინძაში მომხდარი წამების საქმის მასალები – “კურიერმა” სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა. აუდიო მასალიდან სამი პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ირკვევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცს 2 თანასოფლელი ფულის მოპარვაში ადანაშაულებს. საკუთარი ხელით მიწას ათხრევინებენ და მოკვლის მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებენ. გატაცებულთან საუბრის ნაწილი, ერთ-ერთმა მოძალადემ შანტაჟის მიზნით საკუთარი ტელეფონით ჩაიწერა.

“კურიერი” წამების მსხვერპლსაც ესაუბრა. 38 წლის მამაკაცი იხსენებს, რომ ტანსაცმლის გახდა და მიწაზე ნიჩბით მუშაობა აიძულეს.

“კურიერმა” საქმეზე დართული სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვა. გამომძიებლების მიერ შედგენილი ოქმებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებდნენ, თავს კი, დამნაშავედ დღემდე არ ცნობენ. საქმეში დევს სამხარაულის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომაროების ექსპერტიზის დასკვნაც.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წამების საქმეზე ახალციხის მოსამართლემ ბრალდებულებს -კუკური პლაჭიაშვილსა და ირაკლი გოგალაძეს 9-9 წლით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა სასჯელის ზომის გაზრდის მიზნით გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულების ადვოკატიც ასაჩივრებს.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები