„ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოხუცებისთვის რეკომენდებული არ არის“
„კოვიდ-19“-ის პრევენციის კუთხით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინას პირველი დოზის შემდეგ, 76%-იანი ეფექტიანობა აქვს. მეორე დოზა, რომელიც 12 და მეტი კვირის შემდეგ უნდა გაკეთდეს, ვაქცინის 82%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.
-„ევროპის მედიცინის სააგენტომ (EMA), “ასტრაზენეკა”-ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია 29 იანვარს გასცა. ვაქცინის კლინიკურ კვლევაში, მხოლოდ 18-დან 55 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ.
რამდენად კარგად იმუშავებს ვაქცინა 55-წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე, ჯერჯერობით არ არის კვლევის მონაწილეთა საკმარისი მონაცემები.
არ გამოიყენოთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოხუცებისთვის, – ეს არის რეკომენდაცია, ეს რეკომენდაცია საფრანგეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა უკვე გასცა. ეს ქვეყნები ქვეყანა გერმანიასა და იტალიას შეუერთდმემ, რომლებმაც ასეთი რეკომენდაცია გასულ კვირაში გამოსცეს“, – ნათქვამია EMA-ს შენიშვნაში.
ფრანგი და შვედი ჯანდაცვის სფეროს ლიდერები ამბობენ, – „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენება 65 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის შეიძლება.
გერმანიამ ამ ვაქცინის გამოყენებისთვის რეკომენდებულ ასაკად 18-64 წლები დაადგინა. ამავე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, იტალიამ, მაქსიმალურ რეკომენდებულ ასაკად 55 წელი განსაზღრვა.