„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან“-თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება.„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება. 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ ფართოა და დოზების დღეს არსებული მარაგი საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში AstraZeneca-ს საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს, ამიტომ ამ ვაქცინას კიდევ შემოვიტანთ“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები