„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შესახებ 30 წლამდე პირებში ექსპერტების მსჯელობის შემდეგ, პოზიცია“- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

-„ბოლო პერიოდში სიტუაცია გარკვეულწილად უარესდება. შეზღუდვების შემსუბუქების და მობილობის გაზრდის ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო. თუმცა, განსაკუთრებულ რისკებს ქმნის ახალი შტამები და მათი სწრაფი გავრცელების უნარი. კიდევ მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რომ არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რთული გადასატანი იყო, როგორც სოციალური, ასევე ბიზნეს აქტივობებისთვის. ჩვენ აშკარად ვხედავთ მატების სურათს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ამას სერიოზული გავრცელება ექნება, მაგრამ საყურადღებოა, მესამე ტალღა არ მივიღოთ და ფართო, სწრაფი გავრცელება თავიდან ავიცილოთ.

15 700-მდე ადამიანია აცრილი ამ დილის მდგომარეობით. ვაქცინაცია გრძელდება, აქტიურად ვმუშაობთ,   ვაქცინების დამატებითი დოზები მოვიზიდოთ. მაღალი მოთხოვნა ვაქცინაზე დაკმაყოფილებისთვის გვიხდება დამატებით კლინიკების მობილიზება თბილისში, რეგიონებში აქტივობა ძალიან დაბალია. დღევანდელი მდგომარეობით, მიზანი ნახევრად მიღწეულია. ჩვენი მიზანია დღეში 3 ათასი ადამიანი აიცრას.  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 30 წლამდე პირებში გამოყენების შესახებ, დღის ბოლომდე, ექსპერტების მსჯელობის შემდეგ, პოზიცია სრულად ჩამოყალიბდება“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები