„ასტრაზენეკას“ კვლევების მიღმა ჰქონდა აღმოჩენილი ანაფილაქსია და ალერგია, ახლა დაემატა შესაძლო თრომბოზული რისკის გამოწვევა“-ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვიმა  ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

-„მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, – 55 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ გამოიყენონ. ევროპის წამლის სააგენტოს მიერ სავალდებულო გახდა, -ეს გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულიყო ოფიციალურად. „ასტრაზენეკას“ კვლევების მიღმა ჰქონდა აღმოჩენილი ანაფილაქსია და ალერგია, ახლა დაემატა შესაძლო თრომბოზული რისკის გამოწვევა, რომელიც ერთ-ერთ გვერდითი მოვლენად დაფიქსირდა. არსებული კვლევებით, ეს არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანიდან ერთ შემთხვევაში.

თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაციის საბჭომ იმსჯელა ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანას არ აქვს სხვა ვაქცინის რესურსი, ძალიან რთული საკითხია, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია

55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას ჯერჯერობით აძლევენ, თუმცა, თუკი ახალი გარემოება გამოვლინდება, გადაწყვეტილება გადაიხედება.ჯერჯერობით, 55 წლის ასაკის ქვემოთ დიდი რაოდენობით ადამიანი არ არის აცრილი. თუმცა, თუ რამე შეიცვალა, ახალი გარემოება და სამედიცინო არგუმენტაცია გაჩნდება, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება, ჯერ 15 მაისამდე მეორე დოზა არავის უწევთ“.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან“-თამარ გაბუნია

კომენტარები