„ასტრაზენეკას“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში – თრომბების წარმოქმნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების მრჩეველთა გლობალური კომიტეტის (GACVS) „კოვიდ-19“-ის ქვეკომიტეტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შუალედური მოკვლევის ანგარიშს აქვეყნებს.

2021 წლის 7 აპრილის ბოლო შეხვედრაზე ქვეკომიტეტმა მიმოიხილა ევროპის მედიცინის სააგენტოს უახლესი ინფორმაცია, გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების და ჯანმრთელობის სხვა პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) და სხვა წევრი ქვეყნების.

-„არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასა და დაბალი თრომბოციტების შემცველობით თრომბების წარმოქმნას შორის, მიიჩნევა სარწმუნოდ, მაგრამ დადასტურებული არ არის. საჭიროა სპეციალური გამოკვლევები ვაქცინაციასა და შესაძლო რისკფაქტორებს შორის პოტენციური კავშირის შესახებ.

ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის დროს, იმუნიზაციის შემდეგ, პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოვლენა ნორმალურია, მაგრამ აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენები ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს შემთხვევები უნდა გამოიძიონ, უზრუნველყოფილი რომ იყოს ნებისმიერი პრობლემის დროული აღმოფხვრა. „ვაქცინებს, rოგორც ნებისმიერ მედიკამენტს, შეიძლება,  გვერდითი ეფექტი გააჩნდეს. ვაქცინაცია დაფუძნებულია მისი სარგებლიანობისა და რისკების ანალიზზე.

მსოფლიოს მასშტაბით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი 200 მილიონი ადამიანიდან გვერდითი ეფექტი ძალიან მცირე შემთხვევაში გამოვლინდა. ვაქცინაციიდან ორ-სამ დღეში გვერდითი ეფექტების უმეტესობა მსუბუქი და ლოკალურია, მოსალოდნელია. პირებმა, რომლებსაც ისეთი ძლიერი სიმპტომები აღენიშნებათ, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში, ფეხების დაბუჟება, მუდმივი ტკივილი მუცლის არეში, ნევროლოგიური სიმპტომები, ძლიერი და მუდმივი თავის ტკივილი ან დაბინდული მხედველობა, მცირე სისხლჩაქცევები კანზე ვაქცინაციიდან 4-20 დღის განმავლობაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

ჯანმო ყურადღებით აკვირდება „COVID“-19 ვაქცინების გავრცელებას და გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნებთან პოტენციური რისკების სამართავად, გამოიყენებს მეცნიერებას და მონაცემებს რეაგირებისა და რეკომენდაციების მისაღებად“.

კომენტარები